რეზონანსი
07.02.2025

სლოვაკეთის ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დემონსტრაციები ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები არიან. აქციის ორგანიზატორების თქმით, ფიცოს მთავრობა საფრთხეს უქმნის სლოვაკეთის მომავალს დემოკრატიულ და თავისუფალ ევროპაში.

ამასთან, საზღვარგარეთ მცხოვრები სლოვაკები აქციებს მართავენ პრაღაში, ბრნოში, ბერლინში, ბრიუსელში, კრაკოვში, ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზში, ლუქსემბურგსა და სხვა ქალაქებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×