რეზონანსი
06.02.2025

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის - ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს. ხაზარაძე გახარიას პარტიის ქმედებას შეგნებულ თავდასხმას უწოდებს.

„გახარიას პარტიის გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და „ლელოს“ წინააღმდეგ.

მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით, ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით... ახლა ვრწმუნდები, რომ შეგნებულად დაგვესხით თავს, თუ ასე არაა, გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით!“,- წერს ხაზარაძე.

გუშინ, მას შემდე, რაც პარლამენტის 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოაქვეყნეს ბანერი, სადაც სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალის ლიდერები არიან გამოსახული და ნათქვამია, რომ „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია“. მოგვიანებით, ეს ბანერი გამოაქვეყნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, სადაც დამატებული იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების გამოსახულებაც, წარწერით „დარჩენილია 89 ნაცი“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×