რეზონანსი
25.01.2025

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სანდუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით გაემგზავრა.

„დღეს კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩამოვედი. მე ვუგზავნი მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს უკრაინასა და მის ხალხს. მათი გამბედაობა უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას. ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ერთმანეთის დახმარების საკითხებს. მოლდოვა რჩება უკრაინის საიმედო მეზობლად", - წერს სანდუ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×