რეზონანსი
25.01.2025

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის მისალოც წერილში.

„მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად. რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება პრიორიტეტად დარჩება, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევით", - წერს ანტონიო გუტერეში.

ანტონიო გუტერეში აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას მხარს უჭერს.

„მხარს ვუჭერ ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. დამატებით, მოგიწოდებთ, რომ თქვენს მთავრობასა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერულ თანასწორობას პრიორიტეტი მიანიჭოთ. საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი საქართველოს გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად ერთად ვმუშაობთ", - ნათქვამია წერილში.

აღნიშნულ წერილს „ქართული ოცნება" ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×