რეზონანსი
24.01.2025

წარმოიდგინეთ, როდესაც 12 წელი მართავ ქვეყანას და 12 წლის თავზე საერთაშორისო ველზე ერთადერთი, სადაც გელიან პანაშვიდია თეირანში, არასასურველი მდგომარეობაა. საცოდავ დღეში არიან, მათ სხვაგან არსად არ ელიან. როდესაც ვიღაცას კონგრესმენი ტრამპის ინაუგურაციაზე პატიჟებს, თავისთავად, რა თქმა უნდა, მწუხარებას არიან მიცემულნი. 

ოცნების რამდენიმე წევრი ამბობდა, თურმე ნაყიდი გვქონია კოალიციის წევრებს ბილეთები. სასაცილოა - ჩემს ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ მოსწვევის ნახვა, რომელიც კონგრესმენმა, დერიკ ვან ორდენმა გამოგვიგზავნა - შენასნიშნავმა პიროვნებამ და ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა.

როგორც ყველამ იცის, არნახული ყინვის გამო პრეზიდენტმა გააუქმა ღონისძიება. ამიტომ, საპროპაგანდო აქ აღარაფერი რჩება - ღონისძიების ის ნაწილი, რომელზეც ფიზიკურად უნდა ვყოფილიყავით აღარ შედგა. უშუალოდ ფიცის დადების ცერემონიას კონგრესმენების მიწვეული საზოგადოებისგან თითქმის ვერავინ დაესწრო -  მიხარია, რომ ეს ქალტაბონმა სალომე ზურაბივილმა მოახერხა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა რამდენიმე საზეიმო მიღებაში. 

განაცხადა ძლიერი საქართველოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ფორმულას ეთერში

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×