რეზონანსი
24.01.2025

ფერადი რევოლუციებისა და მაიდანის მსურველთა სურვილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ე.წ. შემოქმედებითი პირები, ხელოვანები ჩართონ მთლიან მოცემულობაში, რასაც ჰქვია მაიდანი, რევოლუციის მოწყობა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

„ფერადი რევოლუციებისა და მაიდანის მსურველთა სურვილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რომ ე.წ. შემოქმედებითი პირები, ხელოვანები ჩართონ ამ მთლიან მოცემულობაში, რასაც ჰქვია მაიდანი, რევოლუციის მოწყობა. ეს უკვე განვლილი ეტაპია არაერთ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ იყენებდნენ და სარგებლობდნენ ასეთი პირებით ცალკეული ძალები იგივე უკრაინაში, სხვა ქვეყნებში, სადაც სურვილი იყო ფერადი რევოლუციების მოწყობა. ცხადია, საქართველოში ეს არ გაუვათ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ახალი თეატრი“ რეგიონებში გადის - ეს დოიაშვილის მიერ დაანონსებული მანიფესტის მთავარი სათქმელი იყო. სახელისუფლებო გუნდისთვის მსახიობების პერფორმანსი კანვასის რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×