რეზონანსი
23.01.2025

გამოქვეყნდა ტრამპის კიდევ ერთი განკარგულება, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტაციაში მხოლოდ ორი სქესის მითითებას ითვალისწინებს.

"ქალების დაცვა გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან და ბიოლოგიური სიმართლის აღდგენა ფედერალურ მთავრობაში," -ასე ჰქვია ახალი პრეზიდენტის ბრძანებულებას. თემაზე ტრამპმა "ფოქს ნიუსთან" ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკაში მშობლებს არ სურთ, ბავშვმა სახლი დატოვოს როგორც ბიჭმა და ორ დღეში დაბრუნდეს როგორც გოგო. მისივე თქმით, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები ჯანსაღად ვერ აზროვნებენ.

"ამერიკელებს არ სურთ ნახონ კაცი, რომელსაც რინგზე ქალი სცემს, სწორია, არ უნდათ იხილონ კაცებისა და ქალების ერთობლივი სპორტი, არ სურთ ყველასთვის სქესის შეცვლა. არ სურთ, ბავშვი სახლიდან როგორც ბიჭი წავიდეს და ორ დღეში, როგორც გოგო დაბრუნდეს. მშობლებს არ სურთ ამის დანახვა. არსებობს შტატები, სადაც ეს შეიძლება მოხდეს,"- აცხადებს დონალდ ტრამპი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×