რეზონანსი
18.01.2025

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია "პარი სენ - ჟერ­მე­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლია. ტრანსფე­რი პა­რი­ზულ­მა კლუბ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა. კვა­რა­ცხე­ლი­ამ პსჟ-სთან 4,5-წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ,მან კლუბის ტელევიზიას პირველ ინტერვიუ მისცა.

"ამ მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. დიდი სიამაყეა, ოცნებების ასასრულებლად ერთად ვიბრძოლებთ. ძალიან ბედნიერი ვარ. ამაში პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა უნდა კლუბს და როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან. ეს ჩემთვის შესაფერისია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და როდესაც გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, განსაკუთრებით არ მიფიქრია".

კვრაცხელიამ, გუნდის მთავარ მწვრთნელზე ლუის ენრიკეზეც ისაუბრა.

"ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, მისგან ბევრს ვისწავლი და მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელი იქნება", - აღნიშნა ქართველმა თავდასხმელმა.

23 წლის ფეხბურთელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა თუ რის გამო გადავიდა "პსჟ"-ში.

"მსურს ახალი გამოცდილება მივიღო, ოცნებები ავისრულო, განვვითარდე, ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. აღმფრთოვანებელია. დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველაფერია, რათა ახალგაზრდამ პროგრესირება განაგრძოს. მინდა მათ უახლოეს ხანში შევხვდე და ერთად განვიცადოთ დიდი ემოციები. ძალიან მიხარია, რომ ქომაგებს შევუერთდები და მალე შეხვედრამდე!", - ამბობს ნაკრების გოლიადორი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×