რეზონანსი
16.01.2025

2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2028 წლის 28 ოქტომბერს კი საპარლამენტო არჩევნები იქნება, ოპოზიციას ვურჩევ, გაუგებარ დოკუმენტების წერას და მასზე მუშაობას, ჯობია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება.

„მათ შორის იმ მტკიცებულებების ვერ წარდგენიდან გამომდინარე, რომელიც ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა, ვერც პროკურატურაში, ვერც საზოგადოებისთვის და ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. საუბარი იმაზე, რომ არჩევნები დაინიშნება, გონივრული არ არის“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის შექმნას, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას შეუძლია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში შექმნას მთავრობა, ითამაშოს ხელისუფლობანა ისევე, როგორც შეუძლია, „თბილისი ცენტრალის“ ოფისში ჩამოაყალიბონ პარლამენტი და პარლამენტარობა ითამაშონ.

„მათი საქმეა, თუმცა ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია. თუ შემოვლენ და რეალურად შეუდგებიან საქმიანობას, ძალიან კარგი იქნება. ულტიმატუმებით საუბარი, ხელისუფლებაზე ერთგვარი ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, ვერცერთ შემთხვევაში შედეგიანი ვერ იქნება და ახალი არჩევნები არ დაინიშნება“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×