რეზონანსი
14.01.2025

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ემიჯნება ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოხატვას.

„გამოშვება „მთავარის" წამყვანი იმყოფებოდა მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ გამოშვების მიმდინარეობისას სტუდიაში უნებართვოდ იმყოფებოდა გარეშე პირი (ეთერ თურაძე, რომელიც უნებართვოდ შემოვიდა მაუწყებლის შენობაში), რომელსაც ჩართული ჰქონდა ფეისბუქ ლაივი, რასაც მოჰყვა წამყვანის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში, რაც გახდა მისი აღელვების მიზეზი.

ჩვენ ბოდიშს ვიხდით აღნიშნულის გამო და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვემიჯნებით ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×