რეზონანსი
14.01.2025

 "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინფორმაციით, აბუ-დაბიში "ოცნების" დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე დააკავეს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, დაკავებულების სასამართლო ხვალ გაიმართება.

"მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან დუბაიში. ხვალ ექნებათ სასამართლო. (მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი)" - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული - ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც "ოცნების" დეპუტატებს "მონები" და "რუსები " ეძახა. საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების გამოკითხვები ჯგუფური თავდსხმის საქმეზე ამ წუთებშიც გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, პირი, რომელიც თან ახლა "ოცნების" დეპუტატებს და რომლის ნასროლი თეფში სასტუმროს თანამშრომლეს მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×