რეზონანსი
14.01.2025

 უკრაინამ და მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტონ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი ამბობს, რომ „ნეონაცისტური იდეოლოგიის ძალადობრივი აღსრულება და მძვინვარე რუსოფობია ანადგურებს უკრაინის ერთ დროს აყვავებულ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევს, დნეპროპეტროვსკს".

„შესაძლებელია, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს", - განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, კიშინეუს ანტირუსული პოლიტიკა გამოიწვევს იმას, რომ მოლდოვა სხვა ქვეყნის ნაწილი გახდება ან არსებობას შეწყვეტს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×