რეზონანსი
14.01.2025

ეს ადამიანი სანამ ბოდიშს არ მოიხდის, მას არავითარი უფლება არ აქვს სიტყვა საქართველო, ქართული და ქართველი ახსენოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიხაილ როთს შეურაცხყოფილი ჰყავს მრევლი, ჩვენი ეკლესია, სამღვდელოება, ჩვენი წარსული და მომავალიც.

„ბატონ მიხაილ როთს, მათ შორის, არ შეუძლია დაინახოს საქართველოს მომავალი ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან ერთად. ეს განცხადება აქვს მას გაკეთებული და შეურაცხყოფილი ჰყავს მრევლი, ჩვენი ეკლესია, სამღვდელოება, ჩვენი წარსული და მომავალიც.

შესაბამისად, ახლა ეს ადამიანი რა განცხადებას გააკეთებს ჩვენ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რას დაინახავს ან ვერ დაინახავს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×