რეზონანსი
13.01.2025

მგონი ჩვენმა ხალხმა თქვენი ტყუილების კბილი უკვე გამოიცვალა - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწერალ დავით ტურაშვილს ფეისბუქის საშუალებით მიმართავს:

დათო ტურაშვილი გამოჩნდა ტელეეკრანზე და შემდეგი "საკრალური" აზრი ჩამოაყალიბა: " მაშინ რა განსხვავებაა ამ და წინა მთავრობას შორის?"

ძვირფასო დათო მინდა ჩამოგიყალიბო რამდენიმე განსხვავება რომლებიც ალბათ არ გაგახსენდა ტელეგამონათების წინ.

ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, ესენი ამ სახელმწიფოს ანგრევენ

ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, ამათ ის არნახულ დონეზე აიყვანეს

ჩვენ გავაცანით საქართველო მთელს მსოფლიოს, რომელიც ხელზე გვატარებდა, ამათ ყველას გადაგვკიდეს.

ჩვენ შევაჩერეთ რუსეთი 2008-ში, - მე დავრჩი თბილისში და ჩავუდექი სათავეში წინააღმდეგობას, ესენი ბოლომდე დაუწვნენ დამპყრობელს

მე ჯერ გადავდექი 2007-ში და თავისუფალი არჩევნები ჩავატარე, ხოლო 2012 წელს მშვიდობიანად, ორგანიზებულად გადავეცი ხელისუფლება 

(დანარჩენი ამ გვერდის მკითხველებმა გააგრძელეთ და გადააზიარეთ ეს პოსტი)

მე იცი რა მიკვირს დათო - საერთოდ რომ ვერ გრძნობ პასუხისმგებლობის ნატამალსაც კი ოლიგარქის მოყვანისთვის, საერთოდ მაკვირვებს  ის ხალხი რომელიც თვლის რომ ყოველთვის მართალი იყო და მათთან ყველა ტყუოდა, მგონი ჩვენმა ხალხმა თქვენი ტყუილების კბილი უკვე გამოიცვალა - წერს სააკაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×