რეზონანსი
14.12.2024

პოლიციამ დაიცვა და „დააპატიმრა" საშობაო ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოდ იქცა, რომლადაც „ქართული ოცნება" საქართველოს გადაქცევას ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიციამ დაიცვა და „დააპატიმრა" საშობაო ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოდ იქცა, რომლადაც „ქართული ოცნება" საქართველოს გადაქცევას ცდილობს", - წერს ზურაბიშვილი.

საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.

საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.

დღესვე, პარლამენტის წინ მთავარი ნაძვის ხე აინთება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×