რეზონანსი
13.12.2024

ნებსით თუ უნებლიეთ, მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებს და გვახსენებს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მძიმე ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას მიმართვას, სადაც სასულიერო პირი აქციის მონაწილეების მხრიდან ტაძარში მივარდნის შესახებ საუბრობს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, აგრესიულმა ბოლშევიზმმა გასულ საუკუნეში ჯერ სახელმწიფო დაგვაკარგვინა, შემდეგ კი ეკლესია დევნა და დაიქვემდებარა.

„ნებსით თუ უნებლიეთ, მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებს და გვახსენებს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მძიმე ისტორიას. აგრესიულმა ბოლშევიზმმა გასულ საუკუნეში ჯერ სახელმწიფო დაგვაკარგვინა, შემდეგ კი ეკლესია დევნა და დაიქვემდებარა. ამ დღეების მოვლენები კვლავ აქტუალურს ხდის პატრიარქი ამბროსის სიტყვებს, რომლითაც მან გენუის კონფერენციას მიმართა: „საშუალება მიეცეს ქართველ ერს, თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა". ზუსტად ასი წლის წინ წმინდა პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეში ამგვარი რადიკალიზმისა და აგრესიის გამო ეწამა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას შეეწირა", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×