რეზონანსი
13.12.2024

ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მსვლე­ლო­ბით მი­მა­ვალ­მა დე­მონ­სტრან­ტებ­მა და­ი­ნა­ხეს თუ რო­გორ უყუ­რებ­დნენ მათ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რის შემ­დე­გაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მათ სთხო­ვეს, რომ აქ­ცი­ას შე­ერ­თე­ბოდ­ნენ.

„ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­დი....

იესო დაწ­ვეს რუს­თა­ველ­ზე? ჩი­ნე­თი­დან გა­მო­წე­რილ კუ­ბო­ზე იყო იესო გა­მო­სა­ხუ­ლი? რას ატყუ­ებთ ხალ­ხს, ვის ატყუ­ებთ, იტყუ­ე­ბით, მა­ტყუ­ა­რე­ბი ხართ, თქვენ ხალ­ხის გვერ­დით უნდა იდ­გეთ" - ასე მი­მარ­თა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ას.

კი­დევ ერ­თმა დე­მონ­სტრან­ტმა კი სა­სუ­ლი­ე­რო პირს ასე მი­მარ­თა - „უნდა აპ­რო­ტეს­ტებ­დეთ, თქვენ კი აქ ზი­ხართ თბი­ლად".

შალ­ვა კე­კე­ლი­ას პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო:

„აქ ვარ, გა­მო­ვე­დი ხალ­ხში, ხალ­ხში ვდგა­ვარ და მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ხალ­ხში ვი­დე­ქი... ვაპ­რო­ტეს­ტებ, სა­ში­ნე­ლე­ბაა, ეგ არის სა­ში­ნე­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის ცე­მა­ზე ცუდი დე­და­მი­წა­ზე არა­ფე­რი არ არის, ადა­მი­ან­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვა, ბავ­შვის ცემა, არის ღვთის გმო­ბა და ადა­მი­ა­ნის გმო­ბა და ეს ქა­და­გე­ბა­შიც ვთქვი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×