რეზონანსი
11.12.2024

ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დიდი შეცდომაა მუდმივად იმის გამეორება, რომ სამართლიანად აღშფოთებული ხალხი რაღაცას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს.

„მგონი, წყლის ნაყვაა იმის გარკვევა, ოლიგარქის მონებში ვინ ვის სცემა ან ვინ არის უკმაყოფილო. ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები. დიდი შეცდომაა, მუდმივად იმის გამეორება, რომ სამართლიანად აღშფოთებული ხალხი რაღაცას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს. ჩვენ უზურპატორების დამშვიდება კი არა მაქსიმალურად გაურკვევლობაში ყოფნა გვჭირდება“, – წერს სააკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×