რეზონანსი
10.12.2024

თქვენ გგონიათ, შსს ადამიანის უფლებებს იცავს? მოქალაქეები ამ უწყების აბრევიატურას როგორც - შენი სიცოცხლე საფრთხეშია - ასე შიფრავენ. ამ სამინისტროში მწამებლები მუშაობენ, ყველა "ხარებას" რომ ახსენებს, გომელაური დაგვავიწყდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, შსს-თან აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესებში ყველაზე სამარცხვინო და ამორალური საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არიან.

"გომელაურის ბრძანებითაც დაიდგა რამდენიმე საპატრულო პოლიციის მიკროავტობუსებში რუსთაველის გამზირზე და ქაშუათთან, შემდეგ მანქანებში აქციების დროს დაპატიმრებული დემონსტრანტების უმოწყალო წამება ხდებოდა, დღეების განმავლობაში. ყველაზე სამარცხვინო რგოლი პატრულის თანამშრომლები არიან, ამორალური, უზნეო რგოლი. თითქოს ყველაზე ზრდილობიანი, სანდომიანი მაგრამ, ამავე დროს ყველაზე ამორალურები. ნაწამებ ადამიანებს სასამართლოში, რომ ამხელენ, არცერთ ეპიზოდთან შეხება, რომ არ ჰქონიათ. იმ ზონდერებზე უზნეო, პატრულის თანამშრომლები არიან.

გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაში, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასა და ყველა მონაწილე ადამიანის, რომლებმაც კანონი დაარღვია, დასჯაში. ამ ადამიანის პოლიციური ცხოვრება მალე უნდა დასრულდეს.

ამ სისტემის არ ჩამონგრევა, სახელმწიფოს გარუსებას ნიშნავს და არ მგონია, რომ ქვეყანას ეს ბედისწერა აქვს. მართლა რომ დაგჭირდეს ეს ზონდერები, როგორ უნდა გამოიძახო?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ივანიშვილის დაცვისა და მოურავებისგან დაკომპლექტებულია. რამდენი მსგავსი განცხადება გაუვრცელებიათ. სისულელეს ბოდავენ. აღარ დატოვეს არცერთი პროფესიის ადამიანი, რომელიც არ დააკავეს. გომელაურისა და ლილუაშვილის განცხადებას რა ფასი აქვს?"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×