რეზონანსი
09.12.2024

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გაიტაცეს, ვიდეოს ,სადაც მისი მანქანაა, მისი რძალი მარიამ ივანიძე ავრცელებს. ცოტა ხნის წინ კოტე ჩახუნაშვილთან პოლიციაც იყო მისული და ამასთან დაკავშირებით, „პედიატრი ძმები“ განცხადებასაც ავრცელებდა:

„მეგობრებო, მოვიდნენ კოტესთან და დაკითხვაზე იბარებენ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დაკონკრეტებული არ არის.

უარი განაცხადა განყოფილებაში მისვლაზე და სასამართლოში მივა გამოკითხვაზე.

პ.ს. ვინც აქამდე ჩუმად იყავით და სისტემას ემსახურებით, იმედია, ყურებს გამოიფხეკთ, თქვენზე დგას ეს სისტემა და სანამ დროა განუდექით, თორე ჩაყვებით მოუსავლეთში კოლექტიურ ბიძინას“.

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი რამდენიმე წელია სამოქალაქო აქტივისტია და მიმდინარე პროცესებშიც მისი ჩართულობა მაღალი იყო.

როგორც რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, კოტე ჩახუნაშვილი დაკავებულია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×