რეზონანსი
09.12.2024

პარლამენტი, 10 დეკემბერს, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.

საკითხს თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა.

გარდა ამისა, პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, პარლამენტის დღის წესრიგშია

ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

ირაკლი კობახიძე კვლავ პრემიერ-მინისტრია, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×