რეზონანსი
08.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაკავებულთა შორის არიან „წიგნების თაროს" მონაწილეები სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე. ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო სანდრო მეტრეველს მოსამართლემ 2300 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

„ტროტუარზე ვიმყოფებოდი, როცა გაფრთხილების გარეშე, 10 კაცამდე ჩქარი ნაბიჯებით ჩვენს წინააღმდეგ დაიძრა. მათი მიზანი იყო ვინმეს დაკავება. არაფერი დამიშავებია. პოლიციელებმა წარმოადგინეს ჩვენებები, რომელიც ერთმანეთთან შეუსაბამო იყო. შესაბამისად, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან სიტყვიერი გაფრთხილებით გამათავისუფლა", - განაცხადა ნიკა ბერიძემ.

სანდრო მეტრეველის ადვოკატის ნინო ლომინაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აღენიშნება.

„ჩვენ საგამოძიებო ორგანოსაც მივაწოდეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. დაკავებისას მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. ედავებიან პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას", - განაცხადა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×