რეზონანსი
04.12.2024

ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და დღეს მწე­რალ­თა სახ­ლში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მწე­რალ­თა სახ­ლში მწერ­ლებს ქეთი დუმ­ბა­ძის შვი­ლი ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი დახ­ვდა და ტო­რე­სა მოსს და­არ­ტყა. მომ­ხდა­რი დამ­სწრე­ებ­მა ვი­დე­ო­ზე გა­და­ი­ღეს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტო­რე­სამ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მწე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წერს, რომ ჩი­ვილს არ აპი­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვად ნახა, რა მოხ­და ად­გილ­ზე

- მად­ლო­ბა ყვე­ლას მო­კი­თხვი­სა და კე­თი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. კარ­გად ვარ, მშვი­დად და მხნედ ვგრძნობ თავს, ჩემს გულს არ ეკა­რე­ბა სი­ძულ­ვი­ლი. ამ ამ­ბის გან­ხილ­ვას არ ვა­პი­რებ, რა თქმა უნდა, ამის გამო არც პო­ლი­ცი­ა­ში ვა­პი­რებ მის­ვლას. ზუს­ტად ვიცი, რის­თვის ვიბ­რძვი, ზუს­ტად ვიცი, რომ ჩემი არც ერთი სა­ჯა­რო მოქ­მე­დე­ბა არაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი არც ვინ­მეს სი­ძულ­ვი­ლით და არც პი­რა­დი ან­გა­რე­ბით. მე გა­ვი­ზარ­დე ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში და ღრმად მწამს, რომ უფ­ლის სი­ტყვა და სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ ადა­მი­ანს გა­უ­ძღვე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ნათ­ლი­სა­კენ.

ჩემი ერ­თა­დერ­თი მი­სია ამ ქვეყ­ნად არის ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წო­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა­კენ. გან­ვაგ­რძობ ჩვენს სა­ერ­თო ბრძო­ლას, რო­მე­ლიც მჯე­რა დას­რულ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბით. იდე­ქით მხნედ და მტკი­ცედ და არ შე­უშ­ვათ თქვენ გულ­ში სი­ძულ­ვი­ლი. გა­სა­გე­ბია ჩემ­თვის ინ­ტე­რე­სი, რის გა­მოც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­რე­კავთ, მაგ­რამ ამ სა­კი­თხზე მეტს აღა­რა­ფერს ვი­ტყვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა ყვე­ლა­ფე­რი და აქ გან­სა­ხილ­ვე­ლი აღა­რა­ფე­რია.

თუ ვინ­მე ღე­ლავს ჩემი მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, შე­უძ­ლია იყოს მშვი­დად, რად­გან ჩემი ფი­ლო­სო­ფია გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წო­დე­ბას სიყ­ვა­რუ­ლის­კენ და არა შუ­რის­გე­ბის­კენ. თქვენ­თან ერ­თად გან­ვაგ­რძობ პრინ­ცი­პულ და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, თუნ­დაც ეს სი­ცო­ცხლის ფა­სად და­მიჯ­დეს.

"პირ­ვე­ლით­გან იყო სი­ტყუაი, და სი­ტყუაი იგი იყო ღმრთი­სა თანა, და ღმერ­თი იყო სი­ტყუაი იგი. ესე იყო პირ­ვე­ლით­გან ღმრთი­სა თანა. ყო­ვე­ლი­ვე მის მიერ შე­იქ­მნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქ­მნა, რა­ო­დე­ნი-რაჲ იქ­მნა. მის თანა ცხო­რე­ბაჲ იყო და ცხო­რე­ბაჲ იგი იყო ნა­თელ კაც­თა. და ნა­თე­ლი იგი ბნელ­სა შინა ჩანს, და ბნე­ლი იგი მას ვერ ეწია." იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა (თავი 1. 1-5).

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×