რეზონანსი
04.12.2024

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ოთხი პროდასავლური პარტიის ლიდერების კონსულტაციები დასრულდა - შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ "თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან ძალადობის ახალ ეტაპს" ხელისუფლების ოპონენტები ერთიანობით უპირისპირდებიან. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ახლა საჭიროა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო დაუმორჩილებლობა/გაფიცვა მოხდეს და ხალხმა "ოცნება" ერთიანი ბრძოლით დაასრულოს.

ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით. დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ. რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა/გაფიცვა მოხდეს მთელს საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც ყველამ კოორდინირებულად უნდა შევასრულოთ. სულ რომ ყველა დაგვიჭირონ, მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×