რეზონანსი
14.11.2024

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, განცხადებები, რომლითაც საპარლამენტო უფლებამოსილების ცნობამდე მიმართავ ცესკოს, ვერ მოიტანს ვერანაირ იურიდიულ შედეგს.

„არ არსებობს კონსტიტუციური მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მხარეს, რომელიც სამართლიანი თუ არასამართლიანი არჩევნებით უმცირესობას წარმოადგენს, არჩევნების შემდეგ, დარტყმა მიაყენოს პარლამენტს და მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელი გახადოს, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელს გახდის ზოგადად, როდესმე პარლამენტის შეკრებას. ეს არ არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ის განცხადებები, რომლითაც შენი უფლებამოსილების ცნობამდე მიმართავ ცესკოს, ვერ მოიტანს ვერანაირ იურიდიულ შედეგს. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს ინიციატივით, საჯაროდ დავდოთ ფიცი, რომ არ შევდივართ პარლამენტში, მაგრამ ამას აქვს რიტუალური ღირებულება. რიტუალური ღირებულება ვისაც უნდა, შექმნას, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებას" არ სჭირდება, რომ პარლამენტში ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია შევიდეს, არამედ მას სურს, რომ რაღაც ნაწილი მაინც იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მანდატებზე უარის თქმის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა ბარიერ გადალახულმა პარტიამ ვთქვათ, რომ ამ პარლამენტს დემოკრატიულად არჩევნების ლეგიტიმაცია არ ექნება, ნაქურდალში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩატარდა პოლიტიკური ძარცვა და ყაჩაღობა.

„ქართული ოცნება" პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ყველა, ვინც ოპოზიციიდან არჩეულია, შემოვიდეს პარლამენტში. პირიქით, კობახიძე ამბობს, რომ „ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ ამ ხალხს გავაუქმებთ, მანდატებს გავაუქმებთ და პარტიებს ავკრძალავთ და თვითონ თუ გააკეთებენ, კი ბატონო". თუმცა ისინი თავადაც აღიარებენ, რომ ვიღაც მაინც უნდათ, რომ პარლამენტში შევიდეს. მათთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა შევიდეს პარლამენტში, არა მათ უბრალოდ უნდათ, რომ რაღაც ნაწილი მაინც იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. ამიტომ სიების ჩახსნა კი არ არის მნიშვნელოვანი და მანდატის გაუქმება, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ეს გაკეთდეს ყველას მიერ, ერთობლივად და ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×