რეზონანსი
14.11.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო თვითმფრინავის საწვავის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 

ლავროვმა თქვა, რომ სანქციების გამო მეგობრულად განწყობილმა ქვეყნებმაც კი უარი თქვეს თვითმფრინავის საწვავის შევსებაზე. 

ლავროვის განცხადებით, სწორედ ამიტომ, სჯობს ილ-96-ით იფრინოს. 

სერგეი ლავროვმა დასძინა, რომ მსგავსი პრობლემა ბრაზილიაში ვიზიტის დროს წარმოიშვა. შემდეგ კი, ლავროვს  ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ლულა და სილვასთან შეხვედრაზე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაურო ვიეირას თვითმფრინავით მოუწია გაფრენა.

ლავროვს მიაჩნია, რომ „ზოგიერთ სახელმწიფოში ნეოკოლონიალიზმი ჯერ კიდევ არსებობს“.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×