ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
ცესკოში ოპოზიციონერი წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს იმ ხარვეზებთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას, რომელსაც ადგილი როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა.
ცესკოს ოპოზიციონერი წევრების სურვილი იყო, რომ შევხვედროდით საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ერთადერთ დარჩენილ ინსტიტუტს ამ ქვეყანაში. 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც არის მიტაცებული, ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარებული და შესაბამისად, არალეგიტიმური, ამის შესახებ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია", - ამბობს გიორგი სიორიძე.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ცესკოში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ანა კობახიძემ მედიასთან განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან იმის შესახებაც იმსჯელებენ, რომ კანონმდებლობა "ქართულ ოცნებაზე" იყო მორგებული, რათა ცესკო ერთპარტიულად გაეკონტროლებინა.
ვთვლით, რომ პრეზიდენტს ახლა აქვს მნიშვნელოვანი როლი და ამიტომ საჭიროა, რომ ის იყოს ინფორმირებული ადმინისტრაციის წარმომდგენლების მხრიან. იცით, კანონმდებლობა როგორ მოირგო ადმინისტრაციამ პარლამენტთან ერთად იმისთვის, რომ ერთპარტიულად გაკონტროლებულიყო ცესკო. ასევე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იცოდეს, რომ ოპოზიციური წევრები არ მონაწილეობენ ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებში", - ამბობს ანა კობახიძე.
რაც შეეხება დავით კირთაძეს, ცესკოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა თქვა, რომ კალანდარიშვილის უწყებამ საუბნო საარჩევნო კომისიები "ქართული ოცნების" მხარდაჭერებისგან დააკომპლექტა, რაზეც პრეზიდენტს ცნობები უნდა მიაწოდონ.
ჩვენ მივაწვდით პრეზიდენტს ყველა ინფორმაციას დარღვევებთან და არასამართლიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიები შეარჩია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან, რომლებმაც შემდეგ უშუალოდ გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა. ეს გადაწყვეტილება კი მოდიოდა ცესკოდან.“ - განაცხადა დავით კირთაძემ.