რეზონანსი
12.11.2024

 ყოველი შემდეგი დღე იქნება, კიდევ უფრო, მიმწოლი და ჩვენ არ ვაპირებთ რომ ეს ხალხი პარლამენტში შევუშვათ, ცესკოს მუშაობის გამარტივებას არ ვაპირებთ", - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა იქნება ძალიან ფართოდ გაშლილი და "ყოველი შემდეგი დღე იქნება, კიდევ უფრო მიმწოლი."

"ვაპირებთ, რომ წავართვათ ის, რაც ჩვენ წაგვართვეს - ქართველი ხალხის ხმა", - ამბობს გვარამია.

თავი დავანებოთ იმას, რას იზამს ცესკო და პარლამენტი. შეუძლებელია, ადამიანს აიძულო, დაიკავოს თანამდებობა, რომლის დაკავებაც მას არ უნდა, ეს ხომ გამორიცხული ამბავია.

ძალიან მარტივია, ჩვენ ან შევდივართ, პარლამენტში, ან არ შევდივართ, ჩვენ ან ვაკეთებთ ინდივიდუალურ და პარტიულ განცხადებას ან არ ვაკეთებთ, ქვეშიდან გამოძრომა არ გამოდის, მეგობრებო, ან ხარ იქ, ან არ ხარ, ან ღიას ტოვებ უკანა კარს, შესაძრომად, თუ ეს დაგჭირდა, ან ხურავ, ყველანაირ, კარს.

დღეს, ჩვენ ყველა კარი ჩავრაზეთ, დაგვჭირდება? კვლავ ჩავრაზავთ. ზოგისთვის უკანა კარი ღია რჩება და, აქ მე და აქ თქვენ, თუ ეს საკითხი არ დადგება და აქტუალობას არ შეიძენს, ვნახავთ, რამდენიმე კვირის შემდეგ.

პარლამენტის შეკრებას არ განვიხილავ, როგორც რეალისტურ სცენარს. პირდაპირ გეტყვით, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა იქნება ძალიან ფართოდ გაშლილი. ყოველი შემდეგი დღე იქნება, კიდევ უფრო, მიმწოლი და ჩვენ არ ვაპირებთ რომ ეს ხალხი პარლამენტში შევუშვათ, ცესკოს მუშაობის გამარტივებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ, რომ წავართვათ ის, რაც ჩვენ წაგვართვეს - ქართველი ხალხის ხმა", - განაცხადა გვარამიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×