რეზონანსი
12.11.2024

კოალიცია ცვლილებისთვისა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ხელმოწერით საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს.

კოალიციის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ წარმოადგინა 82 წევრისგან დაკომპლექტებული სია, რომლებმაც ხელი მოაწერეს განცხადებას. ამის გათვალისწინებით ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. გვარამიამ ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

განცხადებაში, რომელსაც ჩვენ წარმოგიდენთ და 82 წევრი სიისა, ყველა ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში, ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის. [..]

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ განცხადებით, "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, "გირჩი", "დროა" პარტიული სიის წევრი, არ გამატაროთ რეგისტრაციაში როგორც არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ", - განაცხადა გვარამიამ. 

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს. მათ ინდივიდუალური წერილით მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სახელით, არ გატარდეს რეგისტრაციაში. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ინდივიდუალური წერილით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სახელით, არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცესკო-მ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი", - თქვა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×