რეზონანსი
11.11.2024

ვხედავთ, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს მიმართ პირდაპირ შეურაცხმყოფელი განცხადებებით არიან დაკავებული და რადიკალურ ოპოზიციას ღიად უჭერენ მხარს, თავიანთ ქვეყნებს მიხედონ, სადაც როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისებია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხალხის მიზანია, რადიკალურ ოპოზიციას აჩვენონ, რომ მათ ჟანგბადით ამარაგებენ.

„ვხედავთ, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს მიმართ პირდაპირ შეურაცხმყოფელი განცხადებებით არიან დაკავებული და რადიკალურ ოპოზიციას ღიად უჭერენ მხარს, რომელსაც მარცხის მიუხედავად რევოლუციური პროცესების განვითარება უნდა. მინიმუმ თავმოყვარეობა უნდა გქონდეს, რომ ასეთი სახის ადამიანებს მას შემდეგ შეხვდე, რაც მილიონ 200 ათასმა ადამიანმა ხმა მმართველ პარტიას მისცა და გადაწყვიტა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ამ ხალხის მიზანია, რადიკალურ ოპოზიციას აჩვენონ, რომ მათ ჟანგბადით ამარაგებენ, რაც მათ არ უშველით, მაგრამ ეს მცდელობა აქვთ. თავიანთ ქვეყნებს მიხედონ, სადაც როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისებია. ოპოზიციას ჰგონია, რომ მათ ჟანგბადს აძლევენ, მაგრამ რეალურად, ეს ნახშიროჟანგია. ოპოზიცია ვერ სუნთქავს და უკვე რეანიმაციაში არიან, მათ პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ. რაც შეეხება მიხეილ როთს, ხუმრობით თუ გეტყვით, ის ჩვენი საჩუქარია, რადგან სიმბოლო და იდეოლოგია რადიკალური ოპოზიციის. ვამბობდით, რომ ლგბტ დროშა და როთი ოპოზიციას არჩევნებს წააგებინებდა. ეს მოხდა და ამას აგრძელებენ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×