რეზონანსი
10.11.2024

ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა ერთი ნაწილი ბარათაშვილის ხიდის გადაკეტვას გეგმავს. აღნიშნული იდეა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გააჟღერა.

მათი განცხადებით, აქციის მონაწილეები დაახლოებით ნახევარ საათში ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც მათ სხვადასხვა ჯგუფები შეუერთდებიან.

"თუ უფრო მეტი ვიქნებით, ბარათაშვილის ხიდსაც გადავკეტავთ. ამიტომ, ახლა აქციის მონაწილეთა ნაწილს გაგიძღვებათ ხმის გამაძლიერებლის მქონე ადამიანი. გადავკეტოთ ბარათაშვილის ხიდი იმიტომ, რომ დისკომფორტი ბოლომდე უნდა შევუქმნათ", - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×