რეზონანსი
10.11.2024

საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის - 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა.

„ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია.

„ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია - ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×