რეზონანსი
10.11.2024

მას შემდეგ, რაც უკვე დაიგულეს კონკრეტული მანდატები, ახლა გამოდიან იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ქართველი ხალხისთვის და აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, - განაცხადა ოპოზიციის მისამართით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„სინქრონში მოქმედებენ. გარედან წამოსული დავალებების შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და ეს სინქრონში მოქმედება ქვეყნის სასარგებლოდ არანაირად არ მიმდინარეობს. საუბარია ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებაზე და გამჭვირვალობის პრინციპის არ ამოქმედებაზე, რომელთან დაკავშირებითაც გარედან გვესმის განცხადებები რიგი საერთაშორისო აქტორების მხრიდან და შემდგომში უკვე შეუერთდა უკვე გახარიას პარტია და სხვანი. ისინი წინასაარჩევნოდ თავს იკავებდნენ ამ თემებზე საუბრისგან, რადგან საკმაოდ წამგებიანი იქნებოდა ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ გალაშქრება მათთვის და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის დისკრედიტაციას მოახდენდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც უკვე დაიგულეს კონკრეტული მანდატები, ახლა გამოდიან იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ქართველი ხალხისთვის და აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია", - აღმნიშნა წილოსანმა „ქრონიკასთან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×