რეზონანსი
08.11.2024

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაჯავშნოს ან შეინახოს ავტომობილის მისთვის სასურველი თავისუფალი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

როგორც მომსახურების სააგენტო განმარტავს, სატრანსპორტო საშუალების დაჯავშნილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა შესაძლებელია:

იმ პირის რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელმაც განახორციელა სახელმწიფო სანომრე ნიშნის დაჯავშნა;

მესამე პირის რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სახელზეც განხორციელდა დაჯავშნა;

ზემოთ აღნიშნული პირების თანხმობით, მისი მეუღლის, შვილის ან მშობლის სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

ამასთან, სახელმწიფო სანომრე ნიშნის დაჯავშნა შეიძლება განხორციელდეს:

საკუთარ თავზე

ნებისმიერ მესამე პირზე

დაჯავშნილ სახელმწიფო სანომრე ნიშანზე მესამე პირისათვის უფლების გადაცემა არ დაიშვება, გარდა დაჯავშნისას მითითებული პირების მიერ უფლების მეუღლეზე, შვილზე ან მშობელზე გადაცემისა;

დაჯავშნილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემის მოთხოვნის უფლება პირს აქვს დაჯავშნის ვადის ამოწურვამდე;

თუ ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემა არ განხორციელდა დაჯავშნის ვადის ამოწურვამდე ან ჯავშანი გაუქმდა (ვადის ამოწურვა ან სხვა საფუძვლით) იგივე სახელმწიფო სანომრე ნიშნის განმეორებით დაჯავშნა ან მისი გაცემა არ განხორციელდება დაჯავშნის გაუქმების დღიდან არანაკლებ სამი კალენდარული დღის განმავლობაში.

რაც შეეხება სასურველი სანომრე ნიშნის დაჯავშნა/შენახვის ვადებს და ღირებულებას, მომსახურების სააგენტოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურები მას ინახავენ არა უმეტეს 2 თვის ვადით. მომსახურების საფასური კი ყოველ დღეზე 1.5 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ფასიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტოში ინახება 365 კალენდარული დღის განმავლობაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×