რეზონანსი
08.11.2024

ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, მოკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ლუაზო ამ ფორმით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 8 ნოემბერს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს დრო არ ჰქონდათ საქართველოს შესახებ „არსებითი დებატებისთვის“.

„ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ”. მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. არასდროს არ ვსწავლობთ“, - წერს ლუაზო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×