“ერთიანობა- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი პარტია, მხარდამჭერებთან ერთად, გმირთა მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც შემდეგ პარლამენტისკენ გაემართებიან.
ჯაფარიძის თქმით, მსოფლიოს უნდა გააგონონ, რომ “ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა, ქართველ ხალხს მოჰპარა არჩევნები “.
მსვლელობა ორი ლოკაციიდან იქნება, ძალიან მნიშნელოვანი დღეა, შემდეგ ყველა ერთად შევიკრიბებით გმირთა მოედანზე და კიდევ ერთხელ, მსოფლიოს გავაგონებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა, ქართველ ხალხს მოჰპარა არჩევნები და ჩვენ ამ არჩევნებს აუცილებლად დავიბრუნებთ, - განაცხადა ჯაფარიძემ.