რეზონანსი
08.11.2024

"არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და გამართულად. ეს ძალიან კარგად იციან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ" - ამის შესახებ გაცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

მისი თქმით, არ არსებობს არცერთი ქვეყანა, მეგობარი და პარტნიორი, რომელმაც არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა. 

"პირველ რიგში, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და გამართულად. ეს ძალიან კარგად იციან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ. არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, რომელმაც არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენა ეჭვქვეშ. ვერცერთ ასეთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ. არსებობს ეს განცხადებები და თითიდან გამოწოვილი გამოძიებები, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ოპოზიციის ჟივილსა და წიავს ამ თითიდან გამოწოვილ თემაზე, ორი კვირა გავიდა არჩევნებიდან და ცალკე პროკურატურა, ცალკე ჩვენ მოწოდებით ვეუბნებით, რომ მოიტანეთ ერთი ფაქტი, სად იყო დარღვევა.

მოდით გავშალოთ, რით დაიწყეს საერთოდ. ჯერ 300 ათასი ხმა გააყალბესო, წარმოიდგინეთ, რა დონეზე აყენებენ შეურაცხყოფას საზოგადოებას, შემდეგ 300 არა 200-იო, მერე 100 ათასი პირადობა ჩამოართვით საზოგადოებასო. 100 ათასი ადამიანიდან ერთი როგორ არ შეიძლება გამოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც რაიმე ფაქტს დადებდა. შემდეგ რაღაც საერთაშორისო გამოძიებაზე გვესაუბრებიან. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ, თუ რა დონეზე უსამშობლოები არიან. ქვეყანა გაუქმდა? კონსტიტუცია აღარ გვაქვს? უწყებები აღარ არსებობს? რომელ საერთაშორისო გამოძიებაზე საუბრობენ? ორი კვირაა ცდილობენ, თითიდან გამოწოვილი უტიფარი სიცრუე გაყიდონ თავიანთ ამომრჩეველზე... კითხვა მიჩნდება, არ რცხვენიათ?", - ამბობს ირაკლი კირცხალია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×