ინჟინერი, იურისტი და პოლიტიკოსი, ლევან მამალაძე გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც
წამყვანის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გასცა. კითხვას - „თვლით რომ მამის, ბიძისა და ახლობლების
სიცოცხლე თქვენ მიმართ დაწყებულ დევნას შეეწირა?“ - ასე უპასუხა:
„ჩემგან ისეთ მონსტრი შექმნა სააკაშვილმა, რომ მოვეკალი ვინმეს შესაძლოა დავლური ჩამოეარათ. სახლში იყო
ყოველდღიური ჩხრეკა მივარდნები, დედაჩემის გატაცებაც უნდოდათ. რუსთავში იყო ასეთი ტელევიზია TV4, რომლის მფლობელიც ბიძაჩემი იყო. ამ ტელევიზიის ხელში ჩაგდება კი სანდრა რულოვსს უნდოდა და ცდილობდნენ ან ბიძაჩემი დაეჭირათ ან ისეთ დღეში ჩაეგდოთ, რომ დაეთმო. ერთ-ერთი
დაკითხვის შემდეგ ბიძაჩემი გამოვიდა უწყებიდან და თავი მოიკლა. მამაჩემიც გურიაში წავიდა, დაადევნეს გამომძიებელი და სახლზე ეუბნებოდნენ საიდან გაქვსო, ბაბუაჩემის აშენებულ სახლზე. გაუმეორა ინსულტმა და დაიღუპა. რეპრესირებული იყო გვარიც. ოჯახში კაცი არ დაგვიტოვეს ცოცხალი“, - განაცხადა მამალაძემ.