რეზონანსი
04.11.2024

უკრაინაში ომი როცა დასრულდება, შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაგრძელდება საქართველოს გზა ევროკავშირისკენ.

„მსოფლიოში რაღაც-რაღაცები უკვე შეიცვალა და კიდევ უფრო მოხდება პოლიტიკური საკითხების ტრანსფორმაცია. ამერიკაში არჩევნები იქნება, რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო ელოდება. ამ არჩევნებზე, შესაძლოა, უკრაინაში არსებული ომის ბედ-იღბალიც იყოს დამოკიდებული. უკრაინაში ომი როცა დასრულდება და, დიდი ალბათობით, ეს მალე მოხდება, შეიცვლება მიზნები, რაც მსოფლიოს საქართველოსთან მიმართებით ჰქონდა. ამის შესაბამისად, დამოკიდებულებაც შეიცვლება და გადატვირთვა მოხდება. იმ რელსებზე დაბრუნება დაიწყება, რომელიც გვქონდა დასავლელ პარტნიორებთან. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაგრძელდება საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×