რეზონანსი
16.10.2024

უკანონო ოპერაციები და საეჭვო ტრანზაქციები პირად ანგარიშებზე. საიდან ჰქონდა გაკოტრების პირას მყოფ "მთავარ არხს" გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდი ფული? მმართველ გუნდში თვლიან, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ არაერთ გაჩენილ კითხვას პასუხი უნდა გასცეს, ოპოზიციის ნაწილს კი ფაქტი არ უკვირს.

"გირჩში" ფიქრობენ, რომ "როგორც ქართულ პოლიტიკაში არაა უცხო შავი ფული, ანალოგიურია ტელეკომპანიებშიც, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ მოძრაობასთან ასოცირდებიან".

ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ყველა ტელევიზია პარტიის პოლიტიკური დანამატია. 

"ყველა ტელეკომპანია არის რომელიმე პარტიის პოლიტიკური დანამატი. უცნაურია, რომ თავად "მთავარი არხის" დირექტორი ავრცელებს მსგავს განცხადებას, თუმცა ეს უკანონოა თუ კანონიერი, ეს არავინ იცის. ალბათ, ცოტაც არის 4 წლის მანძილზე 8 ნახევარი მილიონი დოლარი, ანუ იაფი ჯდება "მთავარი არხის" შენახვა. საქართველოში ცნობილია, რომ ასე წარმოებს საქართველოში პოლიტიკა, რომელთანაც შეზრდილია მედიასაშუალებები," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×