რეზონანსი
15.10.2024

ივანიშვილის განცხადებამ გამახარა. ვიფიქრე, დიახ, არსებობენ ის პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავისი სამხედრო ბაზები უნდა გაიყვანოს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო მტერია.

„საქართველო დღეს მტერია, არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან დოკუმენტს ხელს არ აწერენ. ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ პრეტენზიები გვაქვს და თრუსოსა და გუდოს ხეობების შესახებ საკითხს სერიოზულად ვაყენებთ, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიებია. ეს უბრალოდ ტერიტორიებია, რომელთა ქართული მხარისთვის დათმობა მოხდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მილიონი ევრო გამოყონ და სოხუმი ახალ მონაკოდ აქციონ. თავიანთი საქართველო აქციონ მონაკოდ და ჩვენ რუსეთთან ერთად როგორმე თავად მოვგვარდებით“, - აღნიშნა კოკოითმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×