რეზონანსი
13.10.2024

" 26-ში გვაქვს არჩევნები, შემდგომ 26 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 26 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს შემაჯამებელ ოქმებს. მანამდე რაც არ უნდა მოინდომო, იქ არის პროცედურები, სასამართლო, ყველა დონის კომისიების გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, შემდგომ 10 დღის განმავლობაში ხდება სხდომის მოწვევა და პირველის

 ხდომის ჩატარება, რომლის შემდეგაც კონსტიტუციის თანახმად, პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას ეძლევა საშუალება, რომ დაასახელოს პრემიერი და სამთავრობო გუნდი, ორი კვირა აქვს ამისთვის, მერე კენჭისყრა და თუ მას არ აქვს შესაბამისად ნახევარზე მეტი მანდატი,  იწყება ისევ ორკვირიანი პერიოდი იმისთვის, რომ პარლამენტის წევრების მესამედზე მეტმა დაასახელონ პრემიერობის კანდიდატი, შესაბამისი მთავრობა და უყარონ კენჭი. 

თვე-ნახევარი გავიდა ამასობაში. შესაბამისად, მთავარი წუხილი, რასაც პრეზიდენტი ამბობს სწორედ ტექნიკურ მთავრობასთან, პრემიერთან თუ ა.შ. მიმართებით არის მისი, ასე ვთქვათ, ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ ერთობლივ კანდიდატზე შეთანხმებას, ერთლობლივ კანდიდატურებზე შეთანხმებას და ამიტომ ის თვლის, რომ მას უნდა ჰქონდეს ეს უფლება და ჰქონდეს ახლავე. სიმართლე ვთქვათ, რომ ქარტიაში არჩევნებამდე ეს საკითხი შეგნებულად არ ჩაიწერა. იყო საუბარი ამაზეც, ტექნიკურ მთავრობაზეც, მაგრამ შემდეგ წინასწარი კონსულტაციების დროს ეს შეგნებულად ამოიღეს იმიტომ, რომ თავიდანვე პარტიებმა, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ, როგორც “ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარემ, დააყენა ეს პირობა,  რომ ამომრჩეველს აქვს პრეროგატივა. ეს დღე არის ერთადერთი დღე, როდესაც ძალაუფლება გადადის ხალხის ხელში და მოდი, ჩვენ წინასწარ ნუ მოვახვევთ თავს კანდიდატურებს. 

დროს დავუბრუნდები, დაახლოებით თვე-ნახევარი, ჩვენ მზად ვართ და  ყველანი ოპოზიციაში მზად ვართ სახალხოდ, ხალხის და პრეზიდენტის წინაშე დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ნათელი იქნება კომპოზიცია, თუ ჩვენ გარკვეული ვადის, თუნდაც სამი კვირის ვადაში ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც. ეს ხო ყველა პრობლემას ხსნის? ამავე დროს ამომრჩეველსაც არ აყენებს უხერხულ მდგომარეობაში." -ამის შესახებ ძლიერი საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×