რეზონანსი
13.10.2024

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიაში 18 ოქტომბერს ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ გერმანიის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტს ექნება ოფიციალური შეხვედრები კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთს შეეხება.

მანამდე ჯო ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო. გერმანიაში ბაიდენის თავდაპირველად დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის დახმარების ჯგუფის შეხვედრის გამართვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×