რეზონანსი
13.10.2024

დღეს ვართ ჭიათურაში და ხალხი ირჩევს ევროპას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჭიათურა 26 ოქტომბრის არჩევნებში თავის სათქმელს იტყვის.

„მოგესალმებით ჭიათურიდან, ჩვენი უწყვეტი ტურნე საქართველოს გარშემო გრძელდება, გუშინ ათასობით ადამიანი თბილისში შევიკრიბეთ, დღეს უკვე ვართ ჭიათურაში, ხალხი ირჩევს ევროპას და კეთილდღეობას. ერთხელ და სამუდამოდ, 26 ოქტომბერს მოვიშორებთ „ოცნებას” და წავალთ წინ განვითარებისკენ. ყველა ქალაქი და სოფელი ფეხზე დგას, ყველა აპირებს არჩევნებზე მისვლას. აქედან კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა: ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ ხალხო, ვისაც გვინდა კეთილდღეობა ევროპაში, 14 მილიარდის მოტანა , სოფლების და ქალაქების განვითარება. აი, ჭიათურაში ვართ ახლა და არ შეიძლება ასეთი შავი ოქროთი, მანგანეცით მდიდარი ქალაქი, სიღარიბეში ცხოვრობდეს, იმიტომ, რომ აქაც ვიწრო კლანი აზის ამ ყველაფერს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს.

ჩვენ მოგვაქვს სიკეთე, განვითარება, კლანებისგან თავისუფალი საქართველო, სადაც აბსოლუტურად ყველას ექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ასე, რომ წინ განვითარებისკენ, წინსვლისკენ და ჭიათურა თავის სათქმელს იტყვის, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ქალაქი და რაიონი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×