რეზონანსი
13.10.2024

ერთა ლიგაზე ალბანეთთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მცველმა, ლაშა დვალმა ისაუბრა. ის საგურამოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად იმყოფებოდა.

„ძალების აღსადგენად მცირე დრო გვაქვს, მაგრამ ალბანეთის ნაკრებიც იგივე

მდგომარეობაშია. დღესაც ვარჯიშია და მიმაჩნია, რომ სათამაშოდ მზად ვართ.

ალბანელი გულშემატკივრები პირველი მატჩის დაწყებამდე ცუდად მოგვექცნენ, თუმცა ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მათ მსგვასად არც მოიქცნენ და კონცენტრირდნენ ჩვენს მხარადჭერაზე.

დამრჩა შთბეჭდილება, რომ უკრაინელები პოზნანის მოედნისთვის უფრო მომზადებულები იყვნენ, ჩვენ კი ფეხი გვისრიალებდა. ხვალ კარგ მოედანზე ვითამაშებთ და იმედია, უკეთეს ფეხბურთსაც ვაჩვენებთ“, – განაცხადა დვალმა.

ერთა ლიგის B1 დივიზიონში საქართველოს ნაკრები ალბანეთს „მიხეილ მესხი არენაზე“ 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×