რეზონანსი
12.10.2024

"ძლიერი საქართცველოს" ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიში იმ სისტემურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს ასახავს, რომელიც "ოცნებას" აქვს შექმნილი. ოპოზიციონერის თქმით, მმართველ პარტიის მიერ შექმნილი წინასაარჩევნო გარემო შორის არის დემოკრატიული სტანდარტისგან.

"ეს ანგარიში ცხადია ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს შექმნილი. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები დაკომპლექტებულია იმ ნიშნით, მთავრობა ვის ენდობა და არა იმ ნიშნით, ვის აქვს საზოგადოების ნდობა, როდესაც ეს სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენება მმართველი პარტიის მხირდან ოპონენტი პარტიების რეპრესიისთვის, გაჩერებისთვსი და ხელშეშლისთვის. როდესაც მედია გარემო არ არის თავისუფალი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რაც შორის არის დემოკრატიული სტანდარტისგან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ეუთო/ოდირის 26-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საარჩევნო პროცესი დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×