რეზონანსი
10.10.2024

მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანა, განვითარდეს ეკონომიკა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის მაგალითი პირდაპირ აჩვენებს, რომ მშვიდობის გარეშე გამორიცხულია ქვეყნის განვითარება.

„მშვიდობის გარეშე არ არსებობს განვითარება, გამორიცხულია განვითარება. უკრაინის მაგალითი ამას პირდაპირ აჩვენებს, განადგურებულია ეკონომიკა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება და სოციალური მდგომარეობაა. ელემენტარულად, კომუნალურ მომსახურებაზე არ აქვს წვდომა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რასაც ჰქვია წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ელემენტარულ პირობებზეა საუბარი. მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანა, განვითარდეს ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, რაც ციფრებში წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×