რეზონანსი
09.10.2024

უმ­ძი­მე­სი ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ სცემს ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ქო­რე­ოგ­რა­ფი 12 წლის მო­ზარდს, გუ­შინ „ბა­თუ­მე­ლებ­მა" გა­ავ­რცე­ლეს. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის კად­რებ­მა დი­ლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა, მე­რაბ დო­ლი­ძეა. მას ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის სამ­სა­ხუ­რი­დან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

პე­და­გო­გი 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ასე­ვე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ. ვი­დე­ო­ში, სა­დაც 12 წლის ბიჭ­ზე მე­რაბ დო­ლი­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობს, ჩანს, რომ სხვა ბავ­შვე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

დო­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მომ­ხდარს ნა­ნობს. მისი თქმით, ოჯახს პა­ტი­ე­ბაც სთხო­ვა...

სხვა რა­მეს ამბობს მო­ზარ­დის მამა გოჩა მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია პო­ლი­ტი­კა­შია. ბა­ტო­ნი გოჩა ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბის დროს ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი იყო. ახლა კი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წარ­მო­ად­გენს.

"ერთი თვეა ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობთ, ეს ფაქ­ტი 10 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. იმ დღეს, მე­უღ­ლის თხოვ­ნით, ცეკ­ვი­დან ბავ­შვის გა­მო­საყ­ვა­ნად ოჯა­ხის რძა­ლი მი­ვი­და. ჩემი შვი­ლი გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და ნამ­ტი­რა­ლე­ვი დახ­ვდა. რძალ­მა ჩემს მე­უღ­ლეს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ბიჭი პე­და­გოგ­მა სცე­მა. მე­უღ­ლემ სთხო­ვა, არ წა­სუ­ლი­ყო, მეც მო­ვალ და გა­ვარ­კვევ, რა­ში­აო საქ­მე. მე­რაბ დო­ლი­ძე ჩემს რძალს ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად ესა­უბ­რა, 15 წუთ­ში, რო­დე­საც მე­უღ­ლე მი­ვი­და, ეს კაცი წა­სუ­ლი დახ­ვდა.

რო­დე­საც და­მი­რე­კეს, სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. ადრე ჰქონ­და ამ კაცს ბავ­შვებ­თან თავ­ში წა­მორ­ტყმის ფაქ­ტე­ბი. ჩემი დის შვი­ლიც იქ სწავ­ლობს. მი­ვე­დი, გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არას­წო­რი იყო ასე­თი საქ­ცი­ე­ლი. მშვი­დო­ბი­ა­ნად დავ­შორ­დით. ამი­ტომ ოჯახს ვუ­თხა­რი, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი აზ­ვი­ა­დებს, მე მი­ვალ და ვნა­ხავ-მეთ­ქი.

მე­უღ­ლემ და ჩემ­მა დამ მე­ო­რე დღეს გა­და­წყვი­ტეს თა­ვად მი­სუ­ლიყ­ვნენ. დარ­ბა­ზის კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნეს, რე­პე­ტი­ცია ჰქონ­და. მე­უღ­ლემ აუხ­სნა, რომ ბავ­შვის დედა იყო და აინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ სცე­მა მისი შვი­ლი. პე­და­გო­გი მა­შინ­ვე შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვი­და, იქამ­დეც მი­ვი­და საქ­მე, რომ ჩემი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა. მე­უღ­ლემ მი­თხრა, შუ­ა­ში ჩავ­დე­ქიო, ტე­ლე­ფონს ხე­ლი­დან მარ­თმევ­და, არ დამ­ღუ­პოო.

მე რომ და­მი­რე­კეს, უკვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყ­ვნენ. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, ამო­ი­ღეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ ჩვენ­თვის არ მო­უ­ცი­ათ. ბავ­შვის ექ­სპერ­ტი­ზა ექ­ვსი დღის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ პა­ტიმ­რო­ბას ვი­თხოვ­დი და ქო­რე­ოგ­რა­ფი უმ­კაც­რე­სად უნდა დას­ჯი­ლი­ყო. წლე­ბია, რაც სხვე­ბის ოჯა­ხებს ვი­ცავ და გა­მო­დის, ჩემი ოჯა­ხი ვერ და­მიც­ვია-თქო. ეს უნდა იყოს სა­მა­გა­ლი­თო და უნდა და­ი­სა­ჯოს კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს სხვა პრო­კუ­რო­რი მო­ვი­და, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლოს 5 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი მი­მარ­თა. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვილ­მა 2 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვა ეს სა­მარ­ცხვი­ნო არ­სე­ბა გა­რეთ. მე­რაბ დო­ლი­ძემ შემ­დეგ აიყ­ვა­ნა ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­მაც ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს აქეთ უჩივ­ლა. რის მო­ნა­ნი­ე­ბა, სა­პა­სუ­ხო სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა.

ნამ­დვი­ლად გი­დას­ტუ­რებთ, რომ ბავ­შვებს შო­რის რა­ღაც მოხ­და. ის ბავ­შვი დიდი ხნის მო­ცეკ­ვა­ვე იყო, ჩემი შვი­ლი ახა­ლი მი­სუ­ლია. შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რომ ჩემი შვი­ლი რა­ღაც ილეთს ვერ აკე­თებ­და და ბავ­შვებ­მა იჩხუ­ბეს. ეს იყო რი­გი­თი ბავ­შვე­ბის ქიშ­პო­ბა. ჩემი ოჯა­ხი მი­ვი­და იმ ბავ­შვის მშობ­ლებ­თან და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამ დროს, ამ კაც­მა იმის მშობ­ლებს შე­უთ­ვა­ლა, ხომ ნა­ხეთ, თქვე­ნი შვი­ლის გამო რა და­მე­მარ­თა და ახლა თქვენც იმოქ­მე­დე­თო" - აცხადებს გოჩა მე­ლა­ძე.

მისივე თქმით, შვილთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

„ფსი­ქო­ლო­გე­ბი ჩავ­რთეთ, რად­გან მა­მი­დას მო­უყ­ვა, რომ სიზ­მარ­ში ნახა, რო­გორ ავი­და მას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­ბუს­ში, არ მინ­და ცი­ხე­შიო და მცე­მაო. ლაღი, ცელ­ქი ბავ­შვია, ცეკ­ვა­ზე იმი­ტომ მი­ვიყ­ვა­ნე, რომ მერე ძი­უ­დო­ზე შე­მეყ­ვა­ნა, მუხ­ლე­ბი გა­უ­მაგრდეს-თქო. ეს ხომ რა­ღაც კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა არ იყო, სა­ხელ­მწი­ფოს მი­ვა­ბა­რე ბავ­შვი, სა­დაც ასე მო­ექ­ცნენ. ამ საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვან ბო­ლომ­დე. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე სახე და სა­ხელ­მწი­ფოს მი­ვან­დე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის წინ, თუ­ნუ­ქის ფურ­ცლის გაჭ­რა­ზე ცი­ხე­ში იჭე­რენ ბავ­შვებს და რა­ტომ უნდა გა­მო­უშ­ვან 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი 12 წლის ბავ­შვზე მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნი", - აღნიშნა გოჩა მელაძემ.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×