რეზონანსი
09.10.2024

პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 3 295 519.124 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს "ჯიექს კვადრატი" დააფუძნეს. კომპანიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით კორპუსის მშენებლობის დასრულების და შეძენილი ფართების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღეს. აღნიშნულის საფუძველზე, დაზარალებულებმა კომპანიის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. მიღებული თანხების მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულებისთვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა.

აღნიშნული გზით, ბრალდებულები 74 მოქალაქის კუთვნილ 3 295 519.124 ლარს დაეუფლნენ. 

8 ოქტომბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, ხოლო ორ პირს, რომლებსაც ამავე სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით განსაზღვრული აქვთ თავისუფლების აღკვეთა, ბრალი დაუმძიმდა" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×