რეზონანსი
09.10.2024

ინდონეზიაში, 36 წლის მამაკაცს საკუთარი 11 თვის ჩვილის "ფეისბუქზე" გაყიდვას ედავებიან. "დეილიმეილი" წერს, რომ მამაკაცმა ბავშვი აღებული 15 მილიონი ინდონეზიური რუპია (დაახლოებით, 2500 ლარი) აზარტულ თამაშებში გაფლანგა.

მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც სახლში დაბრუნებულმა ბიოლოგიურმა დედამ შვილი ვერსად იპოვა.

36 წლის მამაკაცთან ერთად, დააკავეს ბავშვის მყიდველებიც - 2 პირი, რომლებსაც ახლა ტრეფიკინგის უფრო ფართო ქსელში ჩართულობასაც ედავებიან, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არაა ცნობილი. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 600 მილიონი რუპიის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

რამდენიმე კვირის წინ, პოლიციამ ინდონეზიაში ბავშვთა ვაჭრობის ქსელი აღმოაჩინა, რა დროსაც 8 ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბავშვებს ყიდდნენ ონლაინ, "ფეისბუქის" მეშვეობით და მათი ფასი 10-დან 15 მილიონ ინდონეზიურ რუპიამდე (1700-2600 ლარი) მერყეობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×